пятница, 13 декабря 2013 г.

პრეზენტაცია

შეფასება

შეფასება  1-10

1-3
არ მონაწილეობს გაკვეთილის პროცესში,ან იშვიათად მონაწილეობს.  არ აქვს საშინაო დავალება.
4-7
ერთვება გაკვეთილის პროცესში ზოგჯერ.არ აქვს საშინაო დავალება სრულად
8-10
აქტიურად მონაწილეობს საგაკვეთილო პროცესში.პასუხობს ყველა კიტხვას.საშინაო დავალებას ასრულებს სრულად


გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა
არჩილ სულაკაური,  „ბიჭი და ძაღლი“
გაკვეთილის თემა /საგანი(საგანი და გასაღები სიტყვები)
მზია ირემაძე.’’ბიჭი და ძაღლი“(ბიჭი, ძაღლი, მეგობრობა,სიყვარული,)

საგნობრივი   სფერო
ქართული ენა და ბუნება
სამიზნე ჯგუფი
დაწყებითი  საფეხური.  მე-6 კლასი
მიზნები და ამოცანები (გაკვეთილის მიზნები და ამოცანები)
გაკვეთილის მიზანი:ნაწარმოებში მწერლის სათქმელის ამოცნობაზე მუშაობა. საპრეზენტაციო უნარების განვითარება.ტექსტის ეპიზოდების დასათაურების უნარის განვითარება.შინაარსის გადმოცემის უნარის განვითარება.წერის უნარ- ჩვევის განვითარება
გაკვეთილის აღწერა(გაკვეთილის სტრუქტურა და აქტივობების აღწერა)
მას შემდეგ, რაც ტექსტიწაკითხული აქვთ მოსწავლეებს,ვამთლიანებთ   შინაარსს.გადავდივართ სახელმძღვანელოში მოცემულ  ზეპირმეტყველების ამოცანებზე:ეპიზოდების დასათაურება  და თხრობა.  10წთ.
ვსვამთ კითხვას:რა არის მწერლის სათქმელი ამ მოთხრობაში?(ყველა პასუხი იწერება დაფაზე და გაანალიზდება,   რის შედეგად მიდიან საერთო  აზრამდე).  10წთ.
სახელძღვანელოში  მოცემული კითხვებით  ამოვწურავთ ტექსტზე მუშაობას.  20წთ.
ვაძლევ საშინაო დავალებას:წერილობით გადმოსცენ პირველი მონაკვეთის შინაარსი ისე,თითქოს ამას მთავარი პერსონაჟი ჰყვება. 5წთ.
მასალები
სახელმძღვანელო
მეთოდები
კითხვებზე ვრცელი პასუხების გაცემა.
ხელსაწყო
სახელმძღვანელო,დაფა,რვეული.
შეფასება
დაკვირვება მოსწავლეთააქტივობასა და ქცევაზე.დაკვირვებამუშაობის  პროცესზე.შ

                        

სასწავლო პროექტი

                                                            სასწავლო პროექტი
1.პროექტის სახელწოდება:
ჩემი სოფლის ღირსშესანიშნავი  ადგილები.
2.პროექტის მთავარი იდეა:
სოფლის ღირსშესანიშნავი ადგილების მონახულება,ინფორმაციის მოძიება მათ შექმნაზე,ასევე  ფოტოების გადაღება.
3.პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეები გაეცნობიან მათი სოფლის ღირსშესანიშნავ ადგილებს.მოიძიებენ და ჩაიწერენ საჭირო ინფორმაციას. გადაიღებენ ფოტოებს.
4. პროექტის მიზნები:
მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევა-ძიების უნარი,აგრეთვე ურთიერთთანამშრომლობის  უნარი,ინფორმაციის მოძიებას ინტერნეტით,ისწავლიან ფოტოების გადაღებას.
5.მონაწილეთა ასაკი:
12/13  წელი.
6.ვადები/ხანგრძლივობა: 
4 - კვირა.
7.მოსალოდნელი  შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება  შეიქმნას:
შეიქმნება ჩვენი სოფლის  ღირსშესანიშნავი ადგილებისმოძიების ჩანაწერები ,ასევე ფოტოები,მოძიებული  მასალა დახარისხდება და დაიდება  ბლოგზე.
8.პროექტისათვის  საჭირო ძირითადი რესურსები:
ციფრული  აპარატი,ციფრული ვიდეო  კამერა , კომპიუტერი,პროექტორი, აუდიო ჩამწერი.
9.პროექტის მსვლელობა:
1.პროექტის მიზნებისა და ვადების გაცნობა.
2.ჯგუფებათ დაყოფა და დავალებების მიცემა.
3.დავალებებზე ვადების  მიცემა დაშემოწმება.
4.ჯგუფების დავალებების ეტაპობრივად  შემოწმება,დისკუსია.მითითებების მიცემა.
5.საბოლოო შეჯერება და აუდიტორიაზე წარდგენა.
11.პროექტის ხელმძღვანელი:მზია ირემაძე.
12.ხელმძღვანელის  ელ.ფოსტა:mziairemadze1@gmail.com